პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2 ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ორივე მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.
აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.