ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა, როცა ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა რევოლუციაა
“ოპოზიციის შეცდომებმა მათი პოლიტიკური წონისა და რეიტინგის შემცირება გამოიწვია, თვითმმართველობის არჩევნების მიღმა დარჩენა მათი სრული მარგინალიზაციის მიზეზი იქნება”, – ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, როცა ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა რევოლუციაა.
„ოპოზიციამ საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, როცა 700 ათასზე მეტი ამომრჩევლის არჩევანი უგულებელყვეს და ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა რევოლუციაა. ეს გეგმა ჩავარდნილია და მათთვის რთულია იმის აღიარება, რომ მათი პოლიტიკა დამაზიანებელი იყო და ახლა კონსტიტუციას, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა დაუბრუნდნენ. მათმა შეცდომებმა მათი პოლიტიკური წონისა და რეიტინგის შემცირება გამოიწვია. ამიტომ, მათ ორივე მხრიდან მძიმე ვითარება აქვთ – პოლიტიკურად არასწორი გზა აირჩიეს, რის გამოც მათი რეიტინგი დავარდა და ახლა არჩევნებში შემოსვლა უჭირთ. საპროტესტო ნარატივის გამეორებას ჯიუტად აგრძელებენ, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების მიღმა დარჩენა მათი სრული მარგინალიზაციის მიზეზი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.