“ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ შედგენილ აქტებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს და ამისთვის მზად ვართ” – მაჭავარიანი

“ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ შედგენილ აქტებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს და ამისთვის მზად ვართ”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ეს აქტი რამდენჯერ გადაიდო და დაინიცირდა, უკვე თვლაც ამერია. თუ არ ვცდები, ამ აქტის თაობაზე იყო მოსმენა, როცა კაპიტანი გიგაური დაიბარეს, რომელიც ისე წარმოაჩინეს, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის აზრის გამხმოვანებელი იყო. ამით მიკერძოებულობა მარტივად იშიფრება. ჰელსინკის კომისიის სხდომა შალვა ნათელაშვილის წერილით გაიხსნა, სადაც გამოჩნდა, ეს ყველაფერი რამდენად „სერიოზულია“. „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ შედგენილ აქტებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს და ამისთვის მზად ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკაში „დიფ სთეითის“ გავლენები დაამარცხოს. ამის შემდეგ ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვის შესაძლებლობები იქნება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები