სოფელ უშგულში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ესპანელების ჯგუფის წევრი დაიღუპა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ,,კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ესპანელების ოთხკაციანი ჯგუფის ერთი წევრი – ქალი, რომელიც სრიალის დროს ჩამოწოლილ ზვავში მოყვა.

დაღუპული ადგილობრივი გიდების დახმარებით იპოვეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები