უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი, სერჰი ნიკიფოროვი ადასტურებს.
„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ჩავიდა საფრანგეთში“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.
პრესსპიკერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარიზში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
27 მარტს პარიზში კოალიცია „მსურველთა კოალიციის“ სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინაში პოტენციური სამხედრო კონტინგენტის ფორმატსა და შემადგენლობას და უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.