მარიამ ლაშხი: გერმანია თავისი ქმედებით, პირველ რიგში, არღვევს სუვერენულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც არის სხვა ქვეყანაში ჩაურევლობის საკითხი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესებას “იმედის” ეთერში გამოეხმაურა.

„უშედეგო მანიპულაცია არის ალბათ სწორი სიტყვა, ის რასაც, სამწუხაროდ, დღეს გერმანია თავისი ქმედებით, პირველ რიგში, არღვევს სუვერენულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც არის სხვა ქვეყანაში ჩაურევლობის საკითხი, ასევე შიდა პოლიტიკაში ჩარევის საკითხი და, რაც მთავარია, ეს არის მანიპულაცია. ზოგადად, რა თქმა უნდა, საქართველო პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის შიდა საიმიგრაციო პოლიტიკას, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მანიპულაციისთვის“, – განაცხადა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები