“ზურაბიშვილს მოვუწოდებთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ქვეყანამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში შესვლას” – გურამ მაჭარაშვილი

“ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში მოხვედრას – მოიკითხოს, შეიძლება, 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ , – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის ლატვიაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს გამოეხმაურა.

“საერთაშორისო შეფასებებში, ლატვია რუსეთთან ურთიერთობასა და ვაჭრობაში, რუსული არყის ყიდვაში ხუთეულში მოხვდა მსოფლიოში და ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და არა თუ ვაჭრობა არ გვქონდეს, სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ. ეს იქნება ზურაბიშვილის მხრიდან ჩატარებული დიდი მისია. ბალტიის ქვეყნები რომ იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ, ოფიციალურად განაცხადეს,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები