არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათთვის არ არსებობს არავითარი ქართული იმიტომ, რომ თავიანთი პატრონების, დავალების მიმცემების და იმ დიდი „დიფ სეითის“ თუ გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტები და ჯაშუშები არიან

„კითხვის ნიშანიც კი არ დგას, რომ „დიფ სთეითს“ვალდებულებაც კი აქვს თავისი აგენტურა გადაარჩინოს და რიგითი აგენტების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები,“ – ამის შესახებ, „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები მიზანმიმართულად მიდიან კანონის და ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ.

„ისეთ უმსგავსობაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ილაპარაკონ თურმე საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა ეს არის პოლიტიკური დევნა, თურმე კანონის მოთხოვნა და კანონისადმი დამორჩილება, ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს და ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, რომ ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს. ეს ადამიანები მიზანმიმართულად მიდიან კანონის და ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ. მათთვის არ არსებობს არავითარი ქართული იმიტომ, რომ თავიანთი პატრონების, დავალების მიმცემების და იმ დიდი „დიფ სეითის“ თუ გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტები და ჯაშუშები არიან ჩვენს ქვეყანაში მოვლენილი, რომელთაც აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა არ იდგეს ფეხზე, ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტი არ არსებობს და პირიქით ყელში აქვთ გაჩხერილი, რომ ჩვენ ვარ დამოუკიდებლები და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია ქართველი ხალხის კარნახით“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები