გია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ გამჭვირვალობას – რა თანხებს იღებენ და რაში ხარჯავენ

„არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში უზარმაზარი ფინანსური რესურსია მობილიზებული, რათა პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ, მათგან გამჭვირვალობას ვითხოვთ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ჰარცელი იყო, ვინც თქვა, რომ საქართველომ ევროპისკენ სვლა შეწყვიტა და ამან დაძაბულობა განაპირობა, რადგან ამ დეზინფორმაციას საზოგადოების ნაწილი გაჰყვა, ადამიანებს ტვინები გამოურეცხეს.

„ევროკავშირის ელჩმა, ჰარცელმა ჯერ კიდევ 2024 წელს თქვა, „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონი ევროსტანდარტის საწინააღმდეგო მაიმფესტიაო, თურმე კონკრეტული ადამიანის უფლებები იზღუდება, თურმე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული იყო. პირველი ჰარცელი იყო, ვინც თქვა, რომ საქართველომ ევროპისკენ სვლა შეწყვიტა და ამან დაძაბულობა განაპირობა, რადგან ამ დეზინფორმაციას საზოგადოების ნაწილი გაჰყვა, ადამიანებს ტვინები გამოურეცხეს, რაზეც წინასაარჩევნო პერიოდში ათეულობით მილიონი იყო დახარჯული. მათმა იდეებმა წარმატება ვერ მოიპოვა, რადგან არავის უფლებები არ იზღუდება, მხოლოდ იმ ადამიანების აქტიური ქმედებები იზღუდება, რომლებსაც ოჯახებში შეჭრა ლგბტ პროპაგანდით უნდათ. ეს პროპაგანდა ნამდვილად იზღუდება. როცა გამჭვირვალობას ვითხოვთ, ამას ერთადერთი მიზანი აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში უზარმაზარი ფინანსური რესურსია მობილიზებული, რათა პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ. ეს ფაქტია. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ გამჭვირვალობას, რა თანხებს იღებენ და რაში ხარჯავენ. სხვა მხრივ, საქართველოში დემოკრატია არცერთი ნიშნით არ არის შეზღუდული. ადამიანი პოლიციელს პიროტექნიკას და „მოლიტოვის კოქტეილს“ თუ ესვრის, რასაკვირველია, პოლიცია შესაბამისს პასუხს გასცემს ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები