გია ვოლსკი: საქართველოში ადამიანები სანქციების მიზეზი მხოლოდ იმიტომ ხდებიან, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან
,,საქართველოში ადამიანები, სანქციების მიზეზი მხოლოდ იმიტომ ხდებიან, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან, ეს ორმაგი სტანდარტი აღარ არის, ეს ის სტანდარტია, რითაც ოლაფ შოლცის ხელისუფლება მიხეილ როთის სინდრომით ხელმძღვანელობდა”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ამას არ იმსახურებს.
„სანქციებს გერმანიის მიმავალი მთავრობა აწესებს, რომელიც ცდილობს, კოალიციაში დარჩეს, რადგან გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გერმანიის მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ქმნის და საგარეო კურსი დროებით ისევ ბერბოკის ხელშია, შოლცის მთავრობის ხელში. იმ ადამიანის, რომელიც აცხადებს, რომ თურმე, გერმანიაში მოსახლეობის მატება ვერ ხდება და მიგრანტების დიდი რაოდენობის შედინება აუცილებელია, რომლებიც ხელს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობენ. მეორე საკითხია, სირიასთან დამოკიდებულება, როცა აღმერთებენ იმ სიტუაციის ხელმძღვანელს, რომელიც ქუჩაში ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ხოცავს. საქართველოში ადამიანები სანქციების მიზეზი მხოლოდ იმიტომ ხდებიან, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. ეს ორმაგი სტანდარტი აღარ არის, ეს ის სტანდარტია, რითაც შოლცის ხელისუფლება მიხეილ როთის სინდრომით ხელმძღვანელობდა. დღესაც, ინერციით ეს პოლიტიკა გრძელდება და საქართველო ამას არა მხოლოდ არ იმსახურებს, არამედ საქართველო სტაბილურობის შენარჩუნების სერიოზული რესურსია დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიაში, რაც ევრო ბიუროკრატიას არ აწყობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.