ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ გერსამიაზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, როგორ შეიძლება მის მიერ ჩატარებული კვლევა საზოგადოებისთვის სანდო იყოს

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, შეუძლებელია მის მიერ ჩატარებული კვლევა სანდო და მისაღები იყოს საზოგადოებისთვის”, – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე ,,ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, მარიამ გერსამიას ორგანიზაციის “მედიახმა” კვლევის პრეზენტაციას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გადანაწილებული მათ შორის სამოქალაქო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე და ხდებოდა მათი დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნებიდან იმისათვის, რომ მათ შეესრულებინათ გარკვეული დავალებები. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, როგორ შეიძლება მათ მიერ ჩატარებული კვლევა იყოს სანდო და მისაღები საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები