იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო, საკოორდინაციო საბჭომ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტი საბჭოს წევრი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. მისი მიზანია ადამიანით ვაჭრობის პრევენცია, დანაშაულის გამოვლენის მექანიზმების დახვეწა, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე – ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების – სამინისტროების, პროკურატურის, აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატის, აშშ-ის საელჩოს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, IOM-ისა და ICMPD-ის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები