“დადასტურდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტში პირდაპირ მონაწილეობდა “თი ბი სი” ბანკი და მისი უშუალო წარმომადგენლები – ჯაფარიძე და ხაზარაძე” – მაჭარაშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს, “ლელოს” ლიდერ ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემაზე კენჭისყრით გაიხსნება.

შპს “მაგნატთან” დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე ჯაფარიძემ უარი განაცხადა.

“დადასტურდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტში პირდაპირ მონაწილეობდა “თი ბი სი” ბანკი და მისი უშუალო წარმომადგენლები – ჯაფარიძე და ხაზარაძე, რასაც “მაგნატის” დამფუძნებელი პირდაპირ ამბობს. ყველა მტკიცებულებაზე, მარტო კითხვაზე კი არა, პასუხი გაეცა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს. ცირკი უწოდეს ამას. მოუყვეს პროკურატურას, რომ ცირკი იყო ეს, ცირკში დაიბარეს და არ წავიდა “, – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები