“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომლითაც ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება” – ვახტანგ ჩოჩია

პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით იმსჯელებს.

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ, საკანონმდებლო ორგანოში დაბარებულები არიან: ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე.

“მნიშვნელოვანია, შეფასდეს იმ საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირების ჩართულობა ამ ომში, რომლებსაც კონკრეტული ბრალი მიუძღვით, როგორც ქვეყნის, ისე ქართველი ერის წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას,  ,,1633-ს “ მოაწერეს ხელი, რომლითაც ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება.

ასევე, ისინი სრულად ეთანხმებოდნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სხვადასხვა ბრალდება გაჟღერებული იყო ქართული მხარის მიმართ და ჩვენ ასევე ვიცით, რომ მათ გამოძიებას დაუმალეს ისკანდერების ნაწილები, რათა არ დამდგარიყო რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები