გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი არსებობს თუ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში
„დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რათა დადასტურდეს, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს,“ – ამის შესახებ, მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი არსებობს თუ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. რომ სამწუხაროდ არ გაკეთდა არაფერი, რათა ეს ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რომ დადასტურდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.