ვლადიმერ ბოჟაძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა

„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ, როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა,“ – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც კომისია იმუშავებს.

„ისინი [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ იცით, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც იმუშავებს კომისია და მოსალოდნელია, რომ მათ შორის ეს გვარები [ხაზარაძე-ჯაფარიძე, სხვა ბიზნესის წართმევასა და რეკეტის საქმეებშიც აღმოჩნდეს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.  გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები