პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
„არ არის გამორიცხული, რომ მოცემულ შემთხვევაშიც და, დიდი ალბათობით ასე იქნება, იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია ეს საპროტესტო მუხტი, რაც თავიდან პირველ დღეებში ჰქონდა ამ აქციებს, დღეს კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანების დატრენინგების, ახალი რაღაც მიგნებების გაზიარების, როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში კვლავ ესკალაცია და დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა სალიამ.