რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაშავებულია 101 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი

უკრაინის ქალაქ სუმზე რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად 101 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე არსებული შედეგების აღმოსაფხვრელად 300-მდე ადამიანი და ოთხი ათეული ტექნიკა მუშაობს.

„დარტყმის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. სულ 288 ადამიანი და 39 ტექნიკაა ჩართული. დაშავებულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა, მათ შორის 78 ზრდასრული და 23 ბავშვია. 30 პაციენტის მკურნალობა გრძელდება საავადმყოფოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა 51 შენობა, მათ შორის 12 არასაცხოვრებელი, 34 საცხოვრებელი და ხუთი კერძო საცხოვრებელი კორპუსი.

ინფრასტრუქტურის განადგურების გამო რვა შენობა თბომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები