“გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! 1917 წლის 12(25) მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა” – საპატრიარქო

“გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!”, – ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“1917 წლის 12(25) მარტს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

მრევლთან ერთად მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ბ-ნი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი შალვა პაპუაშვილი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბ-ნი როინ მეტრეველი, ხელისუფლების სხვა წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები.

სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის დამაშვრალთა სულთათვის პანაშვიდი გადაიხადა, შეკრებილთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა და ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები