“საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვეა, გარკვეულწილად დაკარგულია” – ელვირა კოვაჩი

“საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვეა, გარკვეულწილად დაკარგულია”, – ამის შესახებ, სერბეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ელვირა კოვაჩი აცხადებს.

მისი თქმით, სერბეთში ევროსკეპტიციზმის მატულობს.

“ვუზიარებთ გამოცდილებას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს და ჩვენს ქართველ მეგობრებს საგარეო საქმეთა კომიტეტიდან. მნიშვნელოვანია იმის დანახვა, ღიაა ევროპა თუ არა ახალი კანდიდატი ქვეყნებისთვის. შევეცადეთ აგვეხსნა ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ ვართ ამ პროცესში, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ათ წელიწადზე მეტია და ბოლო 3 წელიწადში ვერ შევძელით კარგი, ხილული ნაბიჯის გადადგმა.

ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სიტუაცია, რომელიც ასევე აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირი, ბოლო რამდენიმე თვეა, არის გარკვეულწილად დაკარგული. ერთ მხრივ, ის მზადაა ტექნიკური კუთხით კანდიდატი ქვეყნებისთვის, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პროგრესი არ იყოს, ეს არის პრობლემა. მე მადლიერი ვარ ქართველი მეგობრების, რომ ხალხი მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. სერბეთში, სამწუხაროდ, ევროსკეპტიციზმი მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმა ევროკავშირში გაწევრიანებაა”, – აცხადებს ელვირა კოვაჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები