ნიკოლოზ სამხარაძე: ჩემი კოლეგა მოვიწვიე თბილისში ვიზიტით და იმედი გვაქვს, რომ წელს სერბული დელეგაცია ეწვევა თბილისს და იმ დროისთვის ჩვენც და სერბებსაც უფრო მეტი პროგრესი გვექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე
“განვიხილეთ ის პროცესი, რომელსაც სერბეთი გადის ევროპული ინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სერბეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სერბეთს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები და რამდენიმე კლასტერთან მიმართებით უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის 35-ე თავი, რომელიც მოითხოვს, რომ სერბეთმა მოახდინოს თავისი ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან.
ჩემი კოლეგა მოვიწვიე თბილისში ვიზიტით და იმედი გვაქვს, რომ წელს სერბული დელეგაცია ეწვევა თბილისს და იმ დროისთვის ჩვენც და სერბებსაც უფრო მეტი პროგრესი გვექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.