„თანამედროვე ბოლშევიკები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ქვეყნის თანამდებობის პირების პორტრეტებს იჭერენ და გამოდიან მარშის სახით თბილისის ქუჩებში” – გორდულაძე
“დიფ სთეითის“ ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს , რა თქმა უნდა, მადლობას გადაუხდის იმ საქმეში, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ”, – ამის შესახებ,იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
ის ოპოზიციის მიერ გერმანიის მთავრობისთვის გადახდილ მადლობას ეხმაურება, რაც სანქციებს უკავშირდება.
„თანამედროვე ბოლშევიკები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ქვეყნის თანამდებობის პირების პორტრეტებს იჭერენ და გამოდიან მარშის სახით თბილისის ქუჩებში. იმ დამოუკიდებელი ქვეყნის ქუჩებში, სადაც სისხლი დაღვრილა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. ახლა ამ ადამიანებს უნდათ, რომ ეს დამოუკიდებლობა გაუქმებული იყოს და კონკრეტული ძალების დავალების შემსრულებელი ერთი ქვეყანა იყოს. ეს ადამიანები რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდიან იმ ძალებს, რომლებიც კონტროლდებიან ისევ და ისევ „დიფ სთეითიდან“. „დიფ სთეითის“ ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდის იმ საქმეში, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ“, – ამბობს გორდულაძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს; კერძოდ, საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.