“გვექნება შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრებთ ევროპასთან ინტეგრაციის პრობლემატიკასა და იმ მიღწევებზე, რომლებიც სერბეთს აქვს ამ გზაზე” – ნიკოლოზ სამხარაძე

“გვექნება შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრებთ უშუალოდ ევროპასთან ინტეგრაციის პრობლემატიკაზე და მათ შორის იმ მიღწევებზე, რომელიც სერბეთს აქვს ამ გზაზე”, – ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სერბეთში ვიზიტისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ სერბეთს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები დიდი ხანია და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ამ მხრივ. ასევე გაგვიზიარებენ გამოცდილებას თუ რა ნაბიჯები იყო, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და რა მიმართულებებით აქვთ პრობლემები. ველოდებით ასევე საინტერესო დისკუსიას.

გუშინ ჩვენ თემების საკმაოდ ფართო სპექტრი დავფარეთ, დაწყებული უსაფრთხოებიდან, გაგრძელებული საგარეო პოლიტიკით, იგივე შიდა პოლიტიკით. ასევე თავდაცვა-უსაფრთხოების საკითხები, განათლების საკითხები, ეკონომიკური და ვაჭრობის საკითხები, ასევე შევხვდით სერბეთის წარმომადგენლებს სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებში და მათთან მქონდა საუბარი თანამშრომლობაზე საპარლამენტო ასამბლეების ფორმატში.

დღეს ასევე ველოდებით საინტერესო დისკუსიებს. მთავარი ამოცანა არის ჩვენსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გაფართოება, გაღრმავება და ორ ქვეყანას შორის არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო ახალ ეტაპზე აყვანა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები