პაატა სალია – “მაგნატის” საქმეზე: ბიზნესი მის მფლობელს ჩამოერთვა იძულების წესით და ამაში, როგორც ჩვენებიდან ჩანს, მონაწილეობდნენ “თიბისი ბანკი” და მისი მესვეურები

“[კომისია] იმსჯელებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ეხება ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, რომელსაც საზოგადოება იცნობდა “მაგნატის” სახელწოდებით”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სალია აცხადებს.

“ეს ბიზნესი მის მფლობელს ჩამოერთვა იძულების წესით და ამაში, როგორც ჩვენებიდან ჩანს, მონაწილეობდნენ “თიბისი ბანკი” და მისი მესვეურები”, – აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, დღეს განიხილება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის “მაგნატის” სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმე, რომელშიც “თიბისი ბანკის” სახელიც ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები