ქადაგიშვილი – საია-ზე: სტრასბურგის სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ აღსრულების შეჩერება არ მოითხოვეს, ვინაიდან იცოდნენ, რომ არ დაუკმაყოფილებდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სტრასბურგში შეტანილ საჩივარს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს იყო პროპაგანდისტული შეტევა ხელისუფლებაზე.

„როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს კანონის აღსრულების შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არ განახორციელა. როდესაც ანალოგიური საჩივარი შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ასეთი მოთხოვნა მათ არ დააყენეს სასამართლოს წინაშე, ვინაიდან იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო მათ ამას არ დაუკმაყოფილებდა და ამიტომ, მათი ეს პროპაგანდისტული შეტევა ხელისუფლებაზე მარცხით დასრულდებოდა. ეს მიუთითებს მათი განცხადებებისა და ქმედებების მანიპულაციურ ხასიათზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები