მერეჟკო – სამშვიდობო მოლაპარაკებებზე: ჩვენ არ გვაქვს დიდი მოლოდინი, ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული
არ მგონია, რუსეთმა უკრაინაში ომის დასასრულებლად ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება შეასრულოს,- ამის შესახებ, უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მერეჟკომ განაცხადა.
მან კომენტარი საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე გააკეთა.
„ჩვენ არ გვაქვს დიდი მოლოდინები, ყველაფერი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. ის არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით, ან მშვიდობით და ის არის მთავარი დაბრკოლება ცეცხლის შეწყვეტის გზაზე. უკრაინა უპირობოდ დათანხმდა ტრამპის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა, პუტინმა, ის უარყო“, – განაცხადა მერეჟკომ.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ სულ მცირე, ნაწილობრივ შეწყვეტილიყო ცეცხლი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.
“ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ პუტინი დაპირებას იძლევა და შემდეგ მას მაშინვე არღვევს“,- განაცხადა მინისტრმა.