“ის, რომ გაურკვევლობაა ოპოზიციაში, რადიკალებსა და ექსტრემისტებში, სიახლე არ არის” – მათიკაშვილი
“ის, რომ გაურკვევლობაა ოპოზიციაში, რადიკალებსა და ექსტრემისტებში, სიახლე არ არის. მათი გაურკვევლობა გამოწვეულია ერთადერთი მიზეზით, მათ ვერ შეასრულეს ის დავალება, რომელიც მიიღეს ქვეყნის ფარგლებს გარედან, „დიფ სთეითიდან“, იგივე გლობალური ომის პარტიისგან”, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
„ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის საღი აზრის დამსახურება ის, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე, უკვე დიდი ხნის წინ მოსროლილმა ვაი პოლიტიკოსებმა რევანში არ მოახდინეს და ხელისუფლება ისევ წამებისთვის, რეკეტისთვის და ქვეყნის ტერიტორიების დარიგებისთვის არ ჩაიგდეს ხელში.
რაც შეეხება არჩევნებში მათ მონაწილეობას, მიიღებენ მონაწილეობას ისინი არჩევნებში? – ეს იქნება პირდაპირი დავალება უცხოეთიდან და ამ დავალების შემსრულებლები. აგენტურა ხომ არ არის საკუთარ ნება სურვილზე დამოკიდებული, იმათ არ გააჩნიათ არანაირი ავტონომია ნების გადაწყვეტის და რასაც დაავალებენ, იმას ისინი გააკეთებენ. არ მიიღებენ მონაწილეობას? – აქ უკვე მეორე ფაქტორიც შემოდის, რომ გარდა ამ დავალებისა არის მათი პირადი შიშები, რამე თუ კიდევ ერთხელ მოხდება მათი მკაფიო ლუსტრირება საზოგადოების წინაშე. არანაირი ელემენტარული შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ რაიმე ფორმით წარმატებას მიაღწიონ არჩევნებზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.