“რადიკალური ოპოზიცია თანმიმდევრულად თვითლიკვიდაციის გზაზე დგას და ეს გზა მათი და მათი პატრონების არჩევანია” – ქადაგიშვილი
“რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გზაზე დგას, ეგონათ, პარლამენტში არ შემოსვლით რევოლუციას მოაწყობდნენ, ახლა უჭირთ თქმა, რომ ისევ დემოკრატიულ პროცესში უნდა ჩაერთონ”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“რადიკალური ოპოზიცია თანმიმდევრულად თვითლიკვიდაციის გზაზე დგას და ეს გზა მათი და მათი პატრონების არჩევანია. საკუთარი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე უარი თქვეს, პარლამენტში არ შემოვიდნენ და ეგონათ, რომ ამით რევოლუციურ მუხტს ისე გაზრდიდნენ, რომ რევოლუციას, გადატრიალებას მოაწყობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ. ბუნებრივია, ახლა უჭირთ თქმა, რომ ისევ კონსტიტუციურ და დემოკრატიულ პროცესში უნდა ჩაერთონ, რადგან ისინი რევოლუციური პროცესის იმედად იყვნენ დარჩენილი და ახლა ბოლო ფერმკრთალ იდეას ეკიდებიან. მათ გაუჭირდებათ, რადგან მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობის გაბანკროტებაა, რომ ისევ კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდნენ. არჩევნებში მონაწილეობას სხვა ძალები მიიღებენ და ეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის მოხდება”, – ამბობს ქადაგიშვილი.