მარიამ ლაშხი, სერბეთში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით
“ძალიან მნიშვნელოვანი და პრაგმატული შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით”, – ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარება.
„ასევე საუბარი იყო საერთაშორისო პლატფორმებზე გაეროს რეზოლუციებში მხარდაჭერაზე და ორივე მხარემ მადლობა გამოვთქვით, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანი იყო ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარება, როგორც იცით 2012 წლიდან ისინი კანდიდატები არიან, ასევე გახსნილი აქვთ რამდენიმე თავი მოლაპარაკებების. საპარლამენტო და საკანონმდებლო კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გავიარეთ“, – აღნიშნა მარიმ ლაშხმა.