“გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ” – ნიკოლოზ სამხარაძე

“საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენ საბოლოო, საგარეო-პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში წევრობა”, – ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

მისი თქმით, სასურვილია, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო.

“ხვალ დაგეგმილია თავდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრა. შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს.

საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენ საბოლოო, საგარეო-პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში წევრობა. ასევე, ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გამოწვევებია პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში.

გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში, უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთა შორის მიმოსვლა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები