მოსკოვის ცენტრში,საცხოვრებელ კომპლექსს ცეცხლი გაუჩნდა – ხანძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრზე მეტია
მოსკოვის ცენტრში, 6-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსში, „როზა როსა“, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სარემონტო სამუშაოების დროს ხანძარი შენობის ზედა სართულებსა და სახურავს მოედო,- ამის შესახებ, რუსული მედია წერს.
ადგილობრივი საჯარო გვერდების მიხედვით, მოსკოვის ცენტრში ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექს, “როზა როსას” ხანძრის ფართობი, დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრზე მეტია.
ტელეგრამ არხების ცნობით, თვითმხილველებს აფეთქების მსგავსი ხმები ესმით.
მოსკოვის ცენტრში, ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 70-ზე მეტი მაშველი გამოიყვანა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.