კრემლი – რუსეთის მორატორიუმი უკრაინის ენერგეტიკულ თავდასხმებზე კვლავ ძალაში რჩება
კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეჩერება, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრისას გასულ სამშაბათს, ძალაში რჩება,- ამის შესახებ theguardian-ი წერს.
როგორც მედია იუწყება, გასულ კვირას, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა დონალდ ტრამპის წინადადებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების 30-დღიანი შეჩერების შესახებ. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალევე ეჭვქვეშ დადგა და ორივე მხარე განაგრძობდა დარტყმებს.
”ჯერჯერობით, პრეზიდენტის სხვა ბრძანებები არ ყოფილა.
ჩვენი შეიარაღებული ძალები ასრულებენ უმაღლესი მთავარსარდლის ყველა მითითებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას.
ჩვენს ამერიკელ თანამოსაუბრეებს,ასევე შეუძლიათ სიტუაციის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კითხვაზე, აპირებდა თუ არა რუსეთი მორატორიუმის შენარჩუნებას.
გამოცემის ცნობით, კიევმა, რომელმაც რუსეთი მორატორიუმის თითქმის დაუყოვნებლივ დარღვევაში დაადანაშაულა, თქვა, რომ მას დასჭირდება, ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი მოაწეროს საკუთარი თავდასხმების შესაჩერებლად, რაც ჯერ არ მომხდარა.