მარკო რუბიო – ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს
ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, თავიდან ავიცილოთ ირანი ბირთვული პოტენციალით, ამის გასაკეთებლად შესაძლებლობა გვაქვს და კიდევ უფრო შორს წასვლისთვისაც, შესაძლოა, რეჟიმისთვის საფრთხის შესაქმნელად“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
“ტრამპის ადმინისტრაციას ურჩევნია, თავისი ნება ირანს იძულებით მოახვიოს და არა დიპლომატიური გზით. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აიძულეს არჩევანის გაკეთება, თეთრი სახლი მიმართავს სამხედრო მოქმედებებს, რაც კიდევ უფრო ამხელს ამერიკის უგუნურ უგულებელყოფას საერთაშორისო სამართლისა და რეგიონში მშვიდობის მიმართ”,- წერს უცხოური მედია.
ირანის მთავრობამ მკაცრად დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბოლო მუქარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები დაიწყოს, რათა ხელი შეუშალოს მას ბირთვული შესაძლებლობების შეძენაში.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მუქარა ირანის წინააღმდეგ არის დაშინების უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას და ამერიკის ჰეგემონიის შენარჩუნებას.
“რეგიონში ათწლეულების განმავლობაში არალეგალური ინტერვენციების მიუხედავად, ვაშინგტონმა ვერ შეძლო ირანის მდგრადობის დარღვევა ან მისი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შეკავება.
ირანელი ხალხი მტკიცედ დგას საგარეო ზეწოლის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევაში და თეირანმა ცხადყო, რომ ვაშინგტონის მხრიდან ნებისმიერი მტრული ქმედება მძიმე ფასად დაუჯდება”,- წერს ირანული მედია.