სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან წაგებული (0:3) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

მისი თქმით, პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა და თამაშიც აირია.

„დასანანია, რომ შეცდომები დავუშვით, საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა და სამი გოლი გაგვიტანა. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა და თამაშიც აირია. წაგების მიუხედავად, მსურს ბარსეგიანი შევაქო, რომელმაც თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა.

ახლა თბილისური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, საქმე თბილისში გამოვასწოროთ“, – განაცხადა სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები