დავით შერაზადიშვილი: ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთელი გულით ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთელი გულით ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის განახლების დღესასწაულს.
მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება გვაკავშირებს.მრავალი საუკუნის მანძილზე ურთიერთპატივისცემით თანავცხოვრობთ და ერთიანი ძალისხმევით ვიღწვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს.
გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას!“ – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.