თურქეთის ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას საპროტესტო აქციებზე რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაცია ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ.
„ზოგიერთი მედიასაშუალების განცხადება, რომ „პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა სტუდენტების წინააღმდეგ“ სიმართლეს არ შეესაბამება. უნებართვო აქციის დროს პოლიციას არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები დემონსტრანტების წინააღმდეგ. უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს არ აქვს რეზინის ტყვიები თავის ინვენტარში. ნუ დაეყრდნობით უსაფუძვლო პრეტენზიებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანკარასა და სტამბოლში სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება.