გიორგი გაბუნია: ფონდების ხელმძღვანელები ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი, თითქოს პიროტექნიკის შეძენა არ წარმოადგენს კანონდარღვევას – ასე შეიძლება ქვის აღება და ხელში დაჭერაც არ იყოს დანაშაული, თუ ქვით ვინმეს თავს არ გაუტეხავ

ფონდების რამდენიმე ხელმძღვანელი ცდილობს, რომ შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს აირწინაღების, პიროტექნიკის შეძენა არ წარმოადგენს კანონდარღვევას. ასე შეიძლება ქვის აღება და ხელში დაჭერაც არ იყოს დანაშაული, მაგრამ თუ ამ ქვას შენ ესვრი ადამიანს და თავს გაუტეხავ, დანაშაულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ძალიან კარგად ვიცით ეს ფონდები რას საქმიანობენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსება და ორგანიზება ხდებოდა, რომლებიც უტევდნენ ცოტა ხნის წინ პარლამენტს, მთელი რუსთაველი გადაწვეს, დაშავდნენ სამართალდამცველები. ფაქტობრივად იყო მცდელობა გარედან დაფინანსებით, ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების ცვლილების და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის. რამდენად ჯდებოდა ამ ფონდების საქმიანობა კანონის ფარგლებში, ამაში შესვლა ჩემი კომპეტენცია არ არის.

ამ ფონდების რამდენიმე ხელმძღვანელი ცდილობს, რომ შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს აირწინაღების, პიროტექნიკის შეძენა არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ამიტომ აუცილებელია ჩემი აზრით პასუხი გაეცეს ამას. ასე შეიძლება ქვის აღება და ხელში დაჭერაც არ იყოს დანაშაული, მაგრამ თუ ამ ქვას შენ ესვრი ადამიანს და თავს გაუტეხავ, დანაშაულია. ეს ქვაც დანაშაულის იარაღია. როდესაც მიზანმიმართულად ხდება სამართალდამცველებზე შეტევა და გვახსოვს, რომ პიროტექნიკით ხდებოდა პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის გახსნა სამართალდამცველებისთვის, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და სხვადასხვა საგანს, 150-ზე მეტი პოლიციელი მძიმედ დაშავდა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები