ტრამპი –  იმედი მაქვს, ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

„იმედი მაქვს, მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რადგან ეს ბევრად უკეთესი იქნება ირანისთვის. ვფიქრობ, მათ სურდათ ამ წერილის მიღება, რადგან ამის ალტერნატივაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ვინაიდან ვერ დავუშვებთ კიდევ ერთ ბირთვულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ტრამპის წერილს უახლოეს დღეებში უპასუხებენ.

“წერილი ძირითადად მუქარის შემცველია, მაგრამ ასევე მოიცავს შესაძლებლობების წარმოდგენას. ჩვენ განვიხილავთ როგორც მუქარებს, ისე შესაძლებლობებს”,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ირანი არ ჩაერთვება პირდაპირ მოლაპარაკებებში ზეწოლის, მუქარის ან სანქციების გაძლიერების პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები