ოთარ კიტეიშვილი: მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ

მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ოთარ კიტეიშვილმა კაპიტნის სამკლავურით პირველი მატჩი ითამაშა და აღნიშნა, რომ „პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები