უკვე მერვედ – ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ზედიზედ მერვე წელია, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთი გახდა.

ბედნიერების გლობალური რეიტინგის სამეულში კიდევ ორი ​​ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანა, დანია და ისლანდია მოხვდა. რეიტინგის ისტორიაში პირველად, ათეულში შევიდნენ კოსტა-რიკა (მე-6 ადგილი) და მექსიკა (მე-10 პოზიცია).

გერმანიამ და რუსეთმა გააუმჯობესეს პოზიციები, გაუარესდა აშშ-ისა და უკრაინის მდგომარეობა.

“რუსეთმა 66-ე ადგილი დაიკავა და თავისი პოზიცია ექვსი ხაზით გაიუმჯობესა. უკრაინა , რომელიც სამ წელზე მეტია ებრძვის რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრას, ერთი წლის განმავლობაში 105-ე ადგილიდან 111-ე ადგილზე დაეცა”,- წერს Deutche Welle.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა. ბოლო ადგილებზე ლიბანი, სიერა-ლეონე და ავღანეთი გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები