გიორგი გაბუნია – ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევაზე: ამ ყველაფრის თავი და თავი არის რადიკალური აზროვნება – მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ, მაქსიმალურად დაძაბონ საზოგადოება

ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევა შეაფასა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და ამ შეტევას რადიკალების გეგმის ნაწილი უწოდა.

„ესეც გეგმის ნაწილია, მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ, ერთმანეთს გადაკიდონ, მერე გამოვიდნენ და ერთმანეთს ქვები ესროლონ, მაქსიმალურად დაძაბონ ჩვენი საზოგადოება. ამ ყველაფრის თავი და თავი არის რადიკალური აზროვნება. მოუშორებელი ჭირია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან.

საზოგადოების ნაწილი, რომელიც რადიკალური აზროვნებით არის შეპყრობილი, ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა. ასეთმა აზროვნებამ ბევრჯერ დააზარალა ჩვენი საზოგადოება. რადიკალურ აზროვნებას საერთო არაფერი აქვს არც პატრიოტიზმთან და არც ქრისტიანობასთან. ვფიქრობ, რადიკალური აზროვნება უნდა აღმოიფხვრას ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია სხვადასხვა დარგში, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ, ჩვენი ერო გაახარონ და ჩვენ ამით ვამაყობთ. ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის შეყვარება, პატივისცემა, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები