თურქეთის ქალაქ სტამბოლში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ წუთებში, ასიათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული და თურქეთის პოლიციის მიერ ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის და სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებს.
მანამდე ქვეყნის ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო რამდენიმე გზა დაკეტა და ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება ოთხი დღით აკრძალა.
თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავა, მანამდე კი მერის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.