„ევროპა ომის პარტიად გადაიქცა“ – კრემლი
ევროპა გახდა მილიტარიზებული და გადაიქცა „ომის მხარედ“, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება მოსკოვისა და ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, მიაღწიონ მშვიდობიანი მოგვარების გზას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
”ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ბევრი სიგნალი ბრიუსელიდან. სიგნალები ბრიუსელიდან და ევროპის დედაქალაქებიდან ახლა ძირითადად ეხება ევროპის მილიტარიზაციის გეგმებს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების დამოკიდებულებას მშვიდობიანი მოგვარების პროცესში შესვლის გზების ძიებაში”,- განაცხადა პესკოვმა.