სამხარაძე – რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე: ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე; ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი მიდგომა

“ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. არც ჩვენ და არც რუმინეთის მხარე არ არის კმაყოფილი იმ ვითარებით, რომელიც არის შექმნილი. ვისაუბრეთ გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი მიდგომა. ჩვენ არანაირი სხვა მოთხოვნა არ გვაქვს და ვთხოვეთ რუმინულ მხარეს, რომ ეს საკითხი გააჟღეროს საერთო ევროპულ შეხვედრებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს.

„გვქონდა საუბარი ნატო-ში ინტეგრაციაზე. რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია ნატო-ში წევრობის მაგრამ, როგორც ხედავთ ნატო-ში წევრობის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში არ დგას გამომდინარე უკრაინაში მიმდინარეო მოვლენებიდან. ვისმენთ, რომ უკრაინა აღარ განიხილება ნატო-ში წევრად. ამ მიმართებაში ასევე, გვინდოდა, რომ რუმინეთის მხარისთვის გვეთხოვა, რომ ამ საკითხსაც ნათელი მოეფინოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ქართულმა მხარემ რუმინეთის პარლამენტის წევრები საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები