გორდულაძე – ფონდებზე: ფაქტია ერთი რამ, ამ ადამიანების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ იყო, რომ ჩამოეშალათ სახელმწიფო

„ნაც სექტა“ ყველანაირ წმინდას, ყველანაირ ტერმინს, ყველანაირ დეფინიციას აზრს უკარგავს. მათ შორის, ქველმოქმედებასაც”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

„ფაქტია ერთი რამ, ამ ადამიანების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ იყო, რომ ჩამოეშალათ სახელმწიფო, არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას. ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს.

ნაც კლასტერზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც წამოსცდა პირდაპირ ბრიფინგის დროს, რომ არა უშავს კვლავ არსებობენ ფონდები, რითაც დაფინანსდება ჯარიმების გადახდაო“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები