გოგი ფუტკარაძე ოპოზიციაზე: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვიცავთ წესრიგს და არ ვუშვებთ სახელმწიფო გადატრიალებას

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გოგი ფუტკარაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და ინსტიტუტების დაცვას უწოდებენ თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როცა თვითონ მილიონებს ხარჯავენ სამართალდამრღვევების წახალისებასა და „დახელფასებაში“.

„გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვიცავთ წესრიგს, კანონით ვზღუდავთ რადიკალების დაფინანსებას და არ ვუშვებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს. ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და ინსტიტუტების დაცვას უწოდებენ თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როცა თვითონ მილიონებს ხარჯავენ სამართალდამრღვევების წახალისებასა და „დახელფასებაში“, – აღნიშნულია გოგი ფუტკარაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები