“ვხედავდით, რომ ფულს აგროვებდნენ, რათა შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას” – ვატო შაქარიშვილი

“ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.

ის რამდენიმე ფონდის ანგარიშის დაყადაღების საკითხს ეხმაურება, რის შესახებაც პროკურატურამ გამოძიება სწორედ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

“იგივე ჯარიმების ნაწილში, რასაც თავად აღიარებენ, რომ ისინი იხდიდნენ კონკრეტულ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს, ეს პირდაპირ ნიშნავს მოწოდებას და წახალისებას, რომ რეციდივი მოხდეს და განმეორებით ჩაიდინონ ადამიანებმა დანაშაული. არა მხოლოდ ის ადმინისტრაციული დანაშაულები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულები. ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას. ვხედავდით, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს ისინი ცეცხლს უხსნიდნენ ფოიერვერკების საშუალებებით, სწორედ ამ ფულით ხდებოდა მათი შესყიდვა. დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ამის მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ აგენტურული ქსელის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთით,” – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები