“ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებს და არ უსურვებს წარმატებას, ეს არის ზუსტად “ნაცობა” – გორდულაძე
“ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებს და არ უსურვებს წარმატებას, ეს არის ზუსტად “ნაცობა”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით დაწყებულ ბულინგის მორიგ კამპანიას ეხმაურება.
“როდესაც ჩვენ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და ნაც-კლასტერის წარმომადგენლებზე ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ. ესეც არის კლასიკური მაგალითი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებს და არ უსურვებს წარმატებას, ეს არის ზუსტად “ნაცობა.” “ნაცი” ვერასდროს ვერ იქნება ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი და ნებისმიერი ეროვნული საქმისა ჩვენს ქვეყანაში. გაჩუმდნენ და საბოლოოდ ნუ გადაიხაზებიან იმ საკუთარ ამომრჩევლებშიც კი, რომლებშიც დარწმუნებული ვარ ჩვენს ნაკრებს უდიდეს წარმატებას უსურვებენ”, – ამბობს გორდულაძე