ტრამპი – „ჩვენ რუსეთთან საქმე უნდა დავიჭიროთ, მათ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირფასი მიწა აქვს და ამერიკამ მასთან საქმე უნდა დაიჭიროს.
„ჩვენ რუსეთთან საქმე უნდა დავიჭიროთ. მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვთ, ჩინეთზე უფრო დიდი. რუსებს 11 სასაათო სარტყელი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ. ახლა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ვაფორმებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ფულს უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ, შესაძლოა, რუსეთის ჩინეთთან დაშორება გამოიწვიოს