რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონა ნებართვის გარეშე გადაკვეთა
დღეს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი, სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდა,- ამის შესახებ, განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ.
სამინისტროს ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, 11 მარტიდან მოყოლებული დღემდე, რვაჯერ შევიდნენ.
როგორც “როიტერი” წერს, მოსკოვი არ ცნობს სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონას.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა რუსეთის სამხედრო ატაშესთან.